სიახლეები

tamarioni image

„ყველაფერი გენიალური მარტივია“ - საბუნებისმეტყველო წრის „ბიოვიტა“ წევრებმა სასკოლო პროექტის ფარგლებში გამოფენა მოაწყვეს 

13 April 2022


სასკოლო პროექტის „საუკეთესო მომავლისთვის“ ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ გამოფენა „ყველაფერი გენიალური მარტივია“ მოაწყო.

კათედრასთან არსებული წრე “ბიოვიტას“ წევრები მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე სახალისო ექსპერიმენტებით: „სპილოს ხორთუმი“,  „ფეიერვერკები“, „ქიმიური ბაღი“, ფერადი ბუშტები“,  „ბობოქარი ვულკანი“,  „კვამლი უცეცხლოდ“,  „ფარაონის გველები“ და ხელნაკეთი  მოდელებით წარსდგნენ, რომელთა გამოყენებით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი თვალით ეხილათ „საცრით წყლის მოტანა“, გამოსახულებები სარკეებში,  „წყლის ძალა“,  „ფლოტი“,„ტერმინატორი ბუშტები“, ჰერონის შადრევანი და არქიმედეს კანონი მოქმედებაში.

დამთვალიერებლებს ჩაუტარდათ კვლევა პულსოქსიმეტრით, ტონომეტრით და დინამომეტრით. მოსწავლეებმა სტუმრებს  მიაწოდეს ინფორმაცია იდენტური და არაიდენტური ტყუპებისა და ანომალიების შესახებ, ამოხსნეს  სახალისო გენეტიკური ამოცანები, ააწყვეს  მიტოზის ფაზები“ - აღნიშნა კათედრის თავმჯდომარე ნინო მოლაშხიამ. 

სასკოლო პროექტის „საუკეთესო მომავლისთვის“ პრიორიტეტი მოსწავლეთა მოტივაციისა და მშობელთა ჩართულობის გაზრდის გზით არაფორმალური განათლების ხარისხის ამაღლებაა. 

იხილეთ ფოტოები:

Copyright © 2016. "თამარიონი"