სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ კალათბურთის შიდა სასკოლო ტურნირი ჩატარდა 

13 April 2022


სკოლა „თამარიონში“ კალათბურთის შიდა სასკოლო ტურნირი გაიმართა. ტურნირში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, 16 გუნდი მონაწილეობდა. მატჩები სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ჩატარდა. 

„ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეები მეხუთეკლასელები გვყავდნენ, რომლებსაც მეექვსე და მეშვიდე კლასელებთან მოუწიათ დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, მათ საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს“ - აღნიშნა ტურნირის ორგანიზატორმა, სპორტის პედაგოგმა ოთო ამონაშვილმა. 

პირველ ასაკობრივ კატეგორიაში ფინალური დაპირისპირება VII/1 და VI/1 კლასებს შორის შედგა, რომელიც VII/1 კლასის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ასაკობრივ ჯგუფში VIII/1-სა და IX/1 კლასს შორის გამართული ფინალური მატჩი ვიხილეთ, სადაც უფროსკლასელებმა იმარჯვეს.

ტურნირის ყველაზე დაძაბული შეხვედრები მესამე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, სადაც ჯერ X/1 და X/2 კლასებს შორის გამართული შეხვედრა ვიხილეთ. დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით საბოლოო გამარჯვება X/1 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს, რომლებსაც ფინალში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად XI/1 კლასის მოსწავლეებთან მოუწიათ დაპირისპირება. საბოლოო გამარჯვება და ჩემპიონის ტიტულიც სწორედ X/1 კლასმა მოიპოვა, რომლებმაც ტურნირის განმავლობაში შესანიშნავი თამაში და ბრძოლის ჟინი აჩვენეს. 

გამარჯვებული კლასები სპეციალური პრიზით, ტურნირის თასით დაჯილდოვდნენ. 

სპორტის პედაგოგის თქმით, კალათბურთის ტურნირით აღებული სტარტის შემდეგ „თამარიონში“ შიდა სასკოლო ტურნირები სხვადასხვა სპორტულ სახეობაში აქტიურად გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები: 

 

Copyright © 2016. "თამარიონი"