სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ ღონისძიება „9 აპრილი - ბრძოლა თავისუფლებისთვის“ გაიმართა 

10 April 2022


 2022 წლის 8 აპრილს სკოლა „თამარიონში“ 1989 წლის 9 აპრილის შესახებ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „9 აპრილი - ბრძოლა თავისუფლებისათვის“ XI/1 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა. 

„მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ერთხელ კიდევ შეახსენეს 9 აპრილის ტრაგედია და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მათ ისაუბრეს საქართველოსთვის ამ თარიღის უდიდეს მნიშვნელობაზე, დამოუკიდებლობის აღდგენის სიხარულსა და შემდგომ ძმათა შორის გაჩაღებულ გაუმართლებელ დაპირისპირებაზე“ - აღნიშნა პედაგოგმა ნინო შველიძემ. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რომლის შედეგადაც 21 მომიტინგე დაიღუპა, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც ეროვნული ერთიანობის დღე. 

იხილეთ ფოტოები: 

 

Copyright © 2016. "თამარიონი"