სიახლეები

tamarioni image

„თამარიონში“ კონფერენცია „საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი წვლილი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში“ გაიმართა 

8 April 2022


 2022 წლის 4 აპრილს სკოლა „თამარიონში“ კონფერენცია სახელწოდებით  „საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი წვლილი თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში“ ჩატარდა. 

კონფერენციის ორგანიზატორები XI/2 კლასის მოსწავლეები და მათი ინგლისური ენის პედაგოგი შორენა რეხვიაშვილი იყვნენ. 

კონფერენეცია ინგლისურ ენაზე წარიმართა, რომელიც საინტერესო და ამავდროულად, შთამბეჭდავი აღმოჩნდა მსმენელისთვის. კონფერენციის მიზანს მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ზოგადი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. 

„მსგავსი ტიპის აქტივობები ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხო ენების შესწავლას და სწორედ ამ ტიპის ღონისძიებები აძლევს მოსწავლეებს იმის შესაძლებლობას, რომ მათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა არაფორმალურ გარემოში გამოსცადონ და მათთვის საინტერესო თემებზე იმუშაონ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნიჭიერ და წარმატებულ თამარიონელებს“ - აღნიშნეს სკოლის დირექციაში. 

იხილეთ ფოტოები: 

Copyright © 2016. "თამარიონი"