სიახლეები

“The Best Team” - დასკვნითი ტური

21 May 2017

 


“The Best Team” -  დასკვნითი ტური

2017 წლის მარტის თვეში ლიცეუმ „თამარიონში“ ჩატარდა უცხოური ენების კათედრის 

მიერ დაგეგმილი ოლიმპიადის „ The Best Team“ - ის მესამე დასკვნითი ტური. მასში 

მონაწილეობა მიიღო მეორე ტურში გამარჯვებულმა შემდეგმა გუნდებმა:

1. VII 2 და VII 3

 კლასებმა- პედაგოგები : თამარ ანდღულაძე; თამარ ბიჭიკაშვილი.

2. VIII 1 და VIII 3

 კლასებში - პედაგოგები: ლიკა ხარებავა;  თამარ ანდღულაძე.

3. IX 1 კლასის ორი გუნდი.

პედაგოგები - შორენა რეხვიაშვილი; მაკა ჩირაძე.

III ტური ითვალისწინებდა დაჭრილი მოთხრობის აგებას - ორიგინალთან 

მაქსიმალურად მიახლოებას. ძალიან საინტერესო და სახალისო ტურის შემდეგ 

გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

1. VII 3 კლასის გუნდი . ( პედაგოგი - თ. ანდღულაძე)

2. VIII 1 კლასის გუნდი. ( პედაგოგი - ლ. ხარებავა)

3. IX 1 კლასის გუნდი (პედაგოგი - შ. რეხვიაშვილი)

გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება  უახლოეს პერიოდში.

კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ ლიცეუმის თითოეულ მოსწავლეს.

 

ინგლისური ენის კათედრა

 

 

 

Copyright © 2016. "თამარიონი"