სიახლეები

"ხელი რომელიც არწევს აკვანს,მართავს მსოფლიოს"

30 April 2017

2017 წლის 2 მარტს სკოლა"თამარიონის" 8ა კლასში (დამრიგებელი: ნ.შველიძე) ჩატარდა შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან.

ეს იყო დასკვნითი ეტაპი პროექტისა- "ხელი რომელიც არწევს აკვანს, მართავს მსოფლიოს".

ამ პროექტის მიზანი იყო მოზრდილთა ცხოვრებაში დედის როლისა და დემოგრაფიული პრობლემების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა რომ სულ 19 მრავალშვილიანი ოჯახია (4 და მეტი შვილი) აქედან 5 მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები მე-8 ა კლასში სწავლობენ.

საზეიმო შეხვედრის დროს მოსწავლეებმა სუვენირები გადასცეს თავიანთ დედებს. სკოლის დირექციამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მრავალშვილიან დედებს.

 

Copyright © 2016. "თამარიონი"