სიახლეები

tamarioni image

სკოლა „თამარიონში“ XI/2 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

21 March 2022


XI2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, ნინო მოლაშხიას ხელმძღვანელობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.

სასამართლო სისხლის სამართლის დანაშაულის თემატიკაზე გაიმართა და მასში კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

სასამათლო განიხილავდა სისხლის სამართლის 117/2 მუხლს (განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), რამაც გამოიწვია სიკვდილი და აგრეთვე, განიხილებოდა სისხლის სამართლის 376/1 მუხლი (დანაშაულის  შეუტყობინებლობა). 

სასამართლოზე დაცვის მხარეს წარმოადგენდნენ: ნინი გოცაძე და ნიკოლოზ სამხარაძე, რომლებიც იცავდნენ ბრალდებულ ალექსანდრე გოთაძისა და თანამზრახველების: ლიზი ჩოფლიანისა და თამთა აბესაძის უფლებებს. გამომძიებელისა და პროკურორის როლს ასრულებდნენ: მინდია ფიცხელაური და საბა ბოკუჩავა, ხოლო, რაც შეეხება მოწმეებს, საკუთარი თვალით ნანახ ფაქტებს ცხადად გადმოგვცემდნენ: მათე დემეტრაშვილი და თეკლა ბახტურიძე. მიმდინარე პროცესს აკვირდებოდა 3 ნაფიცი მსაჯული: ნიკოლოზ ნასყიდაშვილი, ბაჩო მირაშვილი და გიორგი ყარაშვილი. საბოლოო განაჩენი მოსამართლე ნიკოლოზ ჩოხელმა  გამოიტანა.

„სასამართლოზე საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ორივე მხარე, საინტერესო არგუმენტები ჰქონდათ მოწმეებს და დაცვის მხრიდან გვყავდა ნეიტრალური მოწმეც. დაკითხვების, პროტესტებისა და პოლემიკის შედეგად გამოვლინდა დამნაშავე და მას გამოუტანეს შესაბამისი განაჩენი. ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების მოწონება გამოიწვია. მსგავსი კლასგარეშე აქტივობების ჩართვა სასკოლო პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა  უნარის აღმოჩენასა და თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებას“ - აღნიშნა კლასის დამრიგებელმა, ნინო მოლაშხიამ.

სასამართლო პროცესის შესახებ კომენატრი გააკეთეს მოსწავლეებმა, თეკლა ბახტურიძემ და ლიზი ჩოფლიანმა და აღნიშნეს, რომ მსგავსი შემეცნებითი ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს სკოლაში, რადგან ეს მოსწავლეებს განვითარებაში, პროფესიის არჩევასა და თვითრეალიზაციაში ეხმარება.

მსგავსი ღონისძიებები XI2 კლასში აქტიურად ტარდება.

 

იხილეთ ფოტოები: 

 

Copyright © 2016. "თამარიონი"